вторник, 18 февраля 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პორტფოლიოზე მუშაობა. კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ პორტფოლიოს საპრეზენტაციო სახე. გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავაკეთეთ პრეზენტაციები, ურთიერთშეფასებისათვის შევავსეთ სპეციალური ფორმები.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით ტრენინგის მერვე მოდულს. შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთ ტესტი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი ტესტი ამ გვერდზე. საინტერესოდ წარიმართა დღე... გარდა ზემოთხსენებულისა დღეს ვისწავლეთ როექტის პრეზენტაციაში როგორ უნდა დავამატოთ word-ის საჭირო დოკუმენტები. ერთი სიტყვით,ვემზადებით საფინალო დღისთვის..ხვალ საკუთარი პროექტი უნდა წარვუდგინოთ ჯგუფს. ასე, რომ კიდევ ერთი საინტერესო დღე გველის წინ...

вторник, 11 февраля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, გავუზიარეთ ტრენინგის მონაწილეებს ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო მასალის შეფასების რუბლიკა. შევისწავლეთ როგორ ჩავრთოთ სასწავლო პროექტში, ინდივიდუალური მოსწავლე, როგორ შევუქმნათ საინტერესო ბროშურა, რომელიც მისი უნარებიდან გამომდინარე შეასაძლებელი იქნება შეასრულოს. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება.

вторник, 4 февраля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მესამე მოდულის აქტივობა - ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება; მეოთხე მოდული - სასწავლო ნიმუშების შექმნა. გავიაზრეთ, თუ როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ საავტორო უფლებებისა და მასალების გამოყენების წესების ცოდნა; თუ როგორ შეაფასონ მათ ვებგვერდის შინაარსი კრიტიკულად და განსაზღვრონ მისი რელევანტურობა და სიზუსტე. განვიხილეთ ვებგვერდის შეფასების რესურსები. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში

суббота, 1 февраля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-4 დღე ძალიან შინაარსიანი სა საინტერესო იყო. განვიხილეთ 2 მოდულის 3,4,5 აქტივობები, რომლებიც ეხებოდა პროექტის შეფასების სხვადასხვა ეთოდებს, შევავსეთ ჩვენო პროექტის შეფასების გეგმა. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია

вторник, 28 января 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ მეორე მოდული(სასწავლო პროექტის დაგეგმვა)სტანდარტების  განსაზღვრა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვსაღზვრეთ სტანდარტით მისაღწევი შედეგები. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბლიკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით.
შევისწავლეთ ძალიან საინტერესო Googl. drav. პროგრამაში მუშაობა, გაზიარება და მასში საჭირო დოკუმენტების შენახვა.
 დიდი  მადლობა ნინოს  გაწეული მუშაობისათვის. 

воскресенье, 26 января 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

ბუკლეტების შექმნა, მისი გამოყენება.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

პროექტის სახელწოდებაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფეხბურთი



კვლევის დროს მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე,მიიღებენ რა ინფორმაციას ფეხბურთის შესახებ და გაუჩნდებათ სურვილი დაკავდნენ ფეხბურთით, მეტი დრო დაუტმონ ვარჯიშს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მომავალში შეიძლება გამოვიდნენ გამოჩენილი სპორტსმენები.