დღეს დავასრულეთ პორტფოლიოზე მუშაობა. კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ პორტფოლიოს საპრეზენტაციო სახე. გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავაკეთეთ პრეზენტაციები, ურთიერთშეფასებისათვის შევავსეთ სპეციალური ფორმები.
вторник, 18 февраля 2014 г.
მერვე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით ტრენინგის მერვე მოდულს. შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთ ტესტი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი ტესტი ამ გვერდზე. საინტერესოდ წარიმართა დღე... გარდა ზემოთხსენებულისა დღეს ვისწავლეთ როექტის პრეზენტაციაში როგორ უნდა დავამატოთ word-ის საჭირო დოკუმენტები. ერთი სიტყვით,ვემზადებით საფინალო დღისთვის..ხვალ საკუთარი პროექტი უნდა წარვუდგინოთ ჯგუფს. ასე, რომ კიდევ ერთი საინტერესო დღე გველის წინ...
вторник, 11 февраля 2014 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, გავუზიარეთ ტრენინგის მონაწილეებს ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო მასალის შეფასების რუბლიკა. შევისწავლეთ როგორ ჩავრთოთ სასწავლო პროექტში, ინდივიდუალური მოსწავლე, როგორ შევუქმნათ საინტერესო ბროშურა, რომელიც მისი უნარებიდან გამომდინარე შეასაძლებელი იქნება შეასრულოს. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება.
вторник, 4 февраля 2014 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
ღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მესამე მოდულის აქტივობა - ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება; მეოთხე მოდული - სასწავლო ნიმუშების შექმნა.
გავიაზრეთ, თუ როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ საავტორო უფლებებისა და მასალების გამოყენების წესების ცოდნა; თუ როგორ შეაფასონ მათ ვებგვერდის შინაარსი კრიტიკულად და განსაზღვრონ მისი რელევანტურობა და სიზუსტე. განვიხილეთ ვებგვერდის შეფასების რესურსები.
შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში
суббота, 1 февраля 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მე-4 დღე ძალიან შინაარსიანი სა საინტერესო იყო. განვიხილეთ 2 მოდულის 3,4,5 აქტივობები, რომლებიც ეხებოდა პროექტის შეფასების სხვადასხვა ეთოდებს, შევავსეთ ჩვენო პროექტის შეფასების გეგმა. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)